01:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 10:19:10, 2583 ნახვა

სამართალი კომენტარი
პრემიერმა შს მინისტრს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ვარდების მოედანზე მდებარე  ბარებში, სავარაუდოდ, კანონდარღვევები ფიქსირდება, რის გამოც ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ მანდილოსნებს აქვთ.

პრემიერმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებსა და ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს:

„მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში, ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს, ადამიანის უფლებების საკითხში, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში, თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა  და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics