23:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 16:51:34, 1837 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„პარლამენტის წინაშე რთული ამოცანაა, დაიცვას ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე არის საკმაოდ რთული ამოცანა, დაიცვას ფაქიზი ბალანსი, ერთის მხრივ ადამიანის უფლებებსა და მეორეს მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის.

 ამის შესახებ დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მრთავს.

"არსებობს, გარკვეული სკეპტიციზმი, ბუნებრივია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს ასევე საფრთხის მომცველი, რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არის და წარმოადგენს გარკვეულ გამოწვევებს. ეს არის რთული ამოცანა და საქართველოს პარლამენტს თავის კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ. საქართველოს პარლამენტი დაყენებულია იმ რეალობის წინაშე, მან უნდა შეიმუშავოს ახალი მოდელი, რომელიც დააკმაყოფილებს ერთის მხრივ ჩვენს კონსტიტუციურ წყობას, ადამიანის უფლებებს, ასევე დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით , რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა ყველა ეს ბერკეტი წარსულში",-აღნიშნა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics