|
2015-03-27 11:27:25, 534 ნახვა
საზოგადოება
გარემოსთვის მისაღები ქმედებების მიზნით, 400–მდე საწარმოს კვლევა ჩაუტარდება
სასტუმრო „ტიფლის პალასში“ მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ იმსჯელეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის - „მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში 400-მდე საწარმოს კვლევის ჩატარებას და რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტი - „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაა. შეხვედრას, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ასცოაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)