|
2017-01-04 14:02:18, 2209 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ხელახლა არ განიხილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. "ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი, შესაბამისად არ არსებობდა ვერდიქტის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)