20:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 20:06:51, 1133 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ნატო-ს გაფართოებულ სამიტს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გაფართოებულ სამიტს დაესწრება. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან სიანტერესო შეხვედრა გვქონდა დეკემბერში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო 2017 წლის სამიტსაც.  მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იქნება უფრო ვიწრო, სიმბოლური დატვირთვის სამიტი, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების გამო. ეს პრეცედენტი უკვე იყო ალიანსის  რეალობაში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მათი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გეგმები დაესახათ ერთ-ერთ ძლიერ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ერთად. ასე რომ, ჩვენ არ ვიქნებით ამ სამიტის მონაწილე. მინდა აღვნიშნო, რომ ნატოს სამიტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. შემდგომ სამიტში, რომელიც უკვე გაფართოებული ფორმით ჩატარდება,  ბუნებრივია, მივიღებთ მონაწილეობას“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება  ბრიუსელში დაგეგმილ ვიწრო ფორმატის სამიტს, მინისტრის განმარტებით  სიმბოლური დატვირთვა ექნება და მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. სამიტის აღნიშნული   ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება. აღნიშნული სამიტი აშშ-თან ერთად თანამშრომლობისა და ურთიერთობის ფორმების დასაგეგმად იმართება. იგივე განცხადება იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალ წელს სამიტის გამართვა, თუმცა ეს იქნება მცირე ფორმატის სამიტი. 2017 წელს შედგება სამიტი, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმას აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის, რომ ნატო-ს წევრებს შეხვდეს. ჩვენ გვქონდა ამგვარი სამიტი 2001 წელს, როდესც პრეზიდენტად ბუში აირჩიეს, ასევე 2009 წელს. ძალიან ადრეა საუბარი, კონკრეტულად როდის გაიმართება სამიტი, თუმცა დიდი ალბათობით სამიტის ფარგლებში არ იქნება ბევრი შეხვედრა, რადგან მას ერთი მთავარი მიზანი აქვს და ეს მიზანი ნატო-სა და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის  შეხვედრაა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics