|
2016-12-27 21:18:16, 949 ნახვა
პოლიტიკა
„ყრილობის ჩატარების იურიდიულ ჩიხში შეყვანა ასუსტებს ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყრილობის ჩატარების იურიდიულ ჩიხში შეყვანა სამწუხარო ნაბიჯია, ასუსტებს ერთადერთ მძლავრ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და უადვილებს ამოცანებს ივანიშვილის რეჟიმს. ასევე, პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილისთვის გაუგებარია, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ”2016 წლის 27 დეკემბერს მოწვეულ იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, რათა პოლიტიკურ საბჭოს საკუთარი გადაწყვეტილებით დაეზუსტებინა მის მიერვე 2016 წლის 30 ნოემბერს დამტკიცებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესის” სავალდებულოდ განსასაზღვრი საკითხები. სხვა საკითხებთან ერთად, დღეისთვის გაუგებარია, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს 30 ნოემბერს დამტკიცებული არასრულყოფილი პროექტის დარღვევით. პარტიის წესდებითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ზემოთჩამოთვლილ საკითხების განსაზღვრისა და გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ლეგიტიმური და სათანადოთ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ახლა - ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული პოლიტიკური საბჭო უკვე ვეღარ განსაზღვრავს დღეს ჩასატარებელ პროცედურებს და, შესაბამისად, ყრილობის წინა დღეებში მოწვევა ყველანაირ აზრს კარგავს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებას, რომ „მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 27 დეკემბერს დანიშნულ სხდომაში“, სხვაგვარად ვერ შევაფასებთ, თუ არა არალეგეტიმურ გზაზე დადგომას და პროცესის შეგნებულად ჩიხში შეყვანას. 2013 წლის წინა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ნაცვლად, 6-კაციანი ,,საორგანიზაციო კომისიის“ სახელით ყრილობის წესებისა და პროცედურების უგულვებელყოფით მომზადება, სხვა არაფერია თუ არა პარტიაში კონფრონტაციის გამწვავებისა და გახლეჩის პროცესის გამწვავება. დღეს პარტიის პასუხისმგებლობის მქონე ყველა წევრი ცდილობს კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას. პატიმრობაში მყოფმა ენმ ლიდერებმა, ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს მიმართეს თავის პოზიციით და მხარი დაუჭირეს წესების განსაზღვრას. სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები მათ ბოიკოტით პასუხობენ და უარს აცხადებენ ამ პოზიციების განხილვაზეც კი. ამ სახით და ფორმით დაორგანიზებული ,,ყრილობა“ მხოლოდ შიდაპარტიული ბრძოლის მიზნით გამართული ღონისძიების სახეს მიიღებს. დღევანდელი ბოიკოტით ჩვენმა კოლეგებმა პოლიტსაბჭო არაქმედითად აქციეს - შესაბამისად, 20 იანვრამდე ვეღარ მოხდება პარტიის წესდებით სავალდებულო საკითხების გადაწყვეტა და ამდენად, სამწუხაროდ, მომავალ შეკრებას ეცლება ლეგიტიმურობის საფუძველი. ყრილობის ჩატარების იურიდიულ ჩიხში შეყვანა სამწუხარო ნაბიჯია, ასუსტებს ერთადერთ მძლავრ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და უადვილებს ამოცანებს ივანიშვილის რეჟიმს”, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ 27-მა წევრმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)