13:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 14:10:16, 2744 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ერთ-ერთი კაფეს დირექტორი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა კაფეს დირექტორი დააკავეს, რომელიც ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის რედაქციაში მდებარეობს, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, კაფეს დირექტორი სინოლ ბურანი პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

როგორც ბურანმა აღნიშნა, თუ მის კაფეში ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მივიდოდა, მას ჭიქა ჩაისაც არ დაალოევინებდნენ.

სინოლ ბურანი შაბათს საღამოს დააკავეს.

გაზეთის ადვოკატის თქმით, ორდერს ბურანის დაკავების თაობაზე  ხელი 11 საათზე მოაწერეს, მაშინ როდესაც კაფეს დირექტორი 10 საათზე დააკავეს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტახნის წინ აღიარა, რომ 10 ათასი ინტერნეტ მომხმარებელს უთვალთვალებდა.

ცნობისთვის, თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაკავება საკმაოდ ხშირად ხდება. ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics