|
2016-12-24 22:20:04, 1293 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და მომავალშიც ასე იქნება
საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპერის სახელმწიფო თეატრში განაცხადა, სადაც ის ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს. „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს არის განახლების, ეს არის სამართლიანობის, რაც თავისთავად გულისხმობს სინათლის ბნელეთზე გამარჯვების დღესასწაულს. ამ ყველაფერში უდიდესი სიმბოლიზმია ჩადებული. არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათობით საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს არის ის უძლიერესი ემოციონალური საწყისი, რომელზეც დგას ჩვენი მეგობრობა და ძმობა. არ არსებობს არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომლის გამოცდილებაც ასე მიესადაგება საქართველოს არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების კუთხით. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ 2017 წელი ყოფილიყოს იმ უდიდესი მეგობრობის, ძმობის, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს, ასევე დიდ პარტნიორობაში და სახელმწიფოთა შორის ძალიან ფართო თანამშრომლობაში ტრანსფორმაციის წელი. ეს ყოფილიყოს დასაწყისი უდიდესი თანამშრომლობის, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უდიდესი წარმატება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მინისტრები, პარლამენტარები, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია და სხვა სტუმრები. ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით, საზეიმო ვითარებაში ხანუქას პირველი სანთელი აინთო.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)