21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 17:29:19, 1947 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც უვიზო მიმოსვლის აღდგენას უკავშირდებოდა

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს მკაფიო წითელი ხაზები და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის წითელი ხაზები, მკაფიო სტრატეგია და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ. მინდა ვთქვა, რომ ეს მიმართულება შენარჩუნებული იქნება და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაცრი დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განახლდეს. როგორც მან აღნიშნა, ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ „სხვადასხვა სტრუქტურებიდან მკაფიო სიგნალები ისმის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics