23:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:46:38, 2205 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მენეჯმენტის წევრების მიერ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებაში გაჩენილი ინტერესის პასუხად, „თიბისი ბანკი“ მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო  წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება „თიბისი ბანკის“ აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში.

 „საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად,  ბანკის  მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს.  მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს,  პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.

ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ  ბირჟებზე,  მენეჯმენტის  წევრების/აქციონერების  მხრიდან  აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო  წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება თიბისი ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics