13:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 10:31:39, 2302 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ განათლების სამინისტროს 1980 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

თურქეთის ხელისუფლებამ განათლების სამინისტრის 1980 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავსუფლა, - ამის შესახებ გამოცემა Milliyet-ი იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, სამსახურიდან გათავისუფლებულები აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

მედიის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა შორის არიან როგორც სამინისტროს თანამშრომლები, ისე სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები.

ცნობისთვის, 15 ივლისის არშემდგარი ამბოხის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილ და უფლებამოსილებაშეჩერებულ პირთა საერთო რაოდნეობა 110 ათასს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ თურქეთში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს 37 ათას ადამიანს, მათ შორის ოპოზიციური გამოცემების ჟურნალისტებს და პროქურთული ოპოზიციური “სახალხო დემოკრატიული პარტიის” ლიდერებს.

ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად ფეთჰულა გიულენი ბრალდებას უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics