02:06 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 14:31:50, 1169 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვებ, გაზრდილიყვნენ სითბოში და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლის დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

პრემიერმა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.

"დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics