15:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 12:00:57, 1686 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: მომავალი წლების განმავლობაში, თუ საჭირო იქნება, ელექტროენერგიაზე ტარიფი გადაიხედება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, მისივე განმარტებით,  მომდევნო წლების განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენეგიაზე ტარიფი აუცილებლად გადაიხედება.

„ხშირად ვისმენთ ბოლო დროს განცხადებებს, რომ თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს არის სემეკის პრეროგატივა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ გათვლებს. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კომპანიები გაკოტრდეს, ენერგეტიკა დაინგრეს.   გასულ წელსაც გახსოვთ ჩემი განცხადებები ამაზე. ბევრი  საუბარი იყო იმის შესახებ, რომ არ გაგვეზარდა ტარიფი, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ფასების მატება ელექტროენერგიაზე ანუ დაუბრუნდა 2012  წლამდე არსებულ ნიშნულს. თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ მოხდეს ტარიფის გადახედვა ელექტროენერგიაზე, ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics