|
2016-12-08 10:45:00, 926 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პარიზში გაემგზავრა
თბილისის მერი დავით ნარმანია, 9 დეკემბერს, პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტში მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთის დედაქალაქში სამიტი 7-9 დეკემბერს იმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს UNDP-ის მიერ ორგანიზებულ უორქშოფში Making Cities Work: Opening and Optimizing. აღნიშნულ პანელზე განხილული იქნება ქალაქის ღია მმართველობის პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალი ღიაობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად. სამიტზე თბილისი 2017 წლის თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მიმდინარე წლის ნოემბერში დაამტკიცა. „საერთაშორისო სამთავრობო გამჭვირვალობის პარტნიორობის ფარგლებში, თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელსაც აქვს მზა სამოქმედო გეგმა გახადოს ადგილობრივი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ხალხზე ორიენტირებული. თბილისის მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო აღნიშნული სტრატეგია. დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება პარიზში, იმ წამყვან ქალაქებთან და რეგიონებთან, რომლებსაც მსგავსი სტრატეგია აქვთ. გავცვლით გამოცდილებას, რათა მმართველობა ჩვენს ქალაქებში უფრო მეტად ღია და გამჭვირვალე იყოს. ამდენად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. პარიზში გამართულ სამიტს, ასევე, ესწრება თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში. პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის ამჟამინდელ 4 წევრ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. (NS)
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)