|
2016-12-06 22:34:10, 2547 ნახვა
სამართალი
ბასილაია: ჟვანიას სიკვდილის უშუალო მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლაა, ამ დასკვნის ავტორი კი დღეს გამართლებულია
[ზურაბ] ჟვანიას სიკვდილის უშუალო მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლაა, ამ დასკვნის ავტორი კი დღეს გამართლებულია, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, პროკურატურამ დასკვნა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. მისივე თქმით, ლევან ჩაჩუა დღეს გამართლებულია და ეს დასკვნა ძალაში რჩება. "ლევან ჩაჩუას დოკუმენტი, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია გარდაცვალების მიზეზებზე, მანდ წერია, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის უშუალო მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლაა. ლევან ჩაჩუა დღეს გამართლებულია და, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა ძალაში რჩება. პროკურატურამ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. შეგახსენებთ, გოგლა ჟვანია სასამართლოს მიერ ლევან ჩაჩუას გამართლებას გამოეხმაურა და მას "სიყალბე და აშკარა ტყუილი" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)