|
2015-03-24 14:48:43, 838 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია გაიმართება
26 მარტს, 18:00 საათზე იუსტიციიის სამინისტროს ეროვნულ არქივში ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია - "მოგზაურობა ორ სამყაროს შორის - თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება" ჩატარდება. ლექცია შეეხება თერგდალეულთა მსოფლმხედველობის ცვლილებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა საქმიანობის ანალიზის მიხედვით. განხილული იქნება ეპოქის კულტურული მდგომარეობა, ცვლილებები მცირე სოციალურ ჯგუფში, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ფეოდალურ საზოგადოებაზე ფუნდამენტური სოციალური ძვრების მისაღწევად. ცნობისთვის, ოლივერ რაისნერი არის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი, ამასთან, აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. როგორც ისტორიკოსი, ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაზე. ოლივერ რაისნერმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა „ცენტრალური აზია/ კავკასია“ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის კვლევების ფაკულტეტზე. უძღვება სალექციო კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)