|
2016-12-01 13:53:11, 776 ნახვა
პოლიტიკა
ახალი თავმჯდომარის არჩევა „ნაცმოძრაობის“ იმ წევრებს სურდათ, რომლებმაც 2000 დელეგატიანი ყრილობის ჩატარების საკითხი დააყენეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი არ საუბრობს, ვის ჰქონდა პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების გეგმა. ბიბილაშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადება არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეს გეგმა ჰქონდა. უბრალოდ, ბიბილაშვილის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, მხარდამჭერებში იქნებოდა აღქმული, როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება: „ამის კომენტატორად მე არ გამოვდგები. უბრალოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ასეთი ტიპის ქმედება იქნებოდა აღქმული ზუსტად ყოფილი პრეზიდენტის პარტიიდან დისტანცირებად. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვიღაცას მაინცდამაინც სურდა, მეტიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არ სურდათ, მაგრამ საზოგადოებაში ჩვენს ამომრჩევლებში და მხარდამჭერებში იყო მყარად ასეთი განცდა და ასეთი აღქმა საკითხის მიმართ. შესაბამისად, ეს არ მოხდა, პარტიამ შეინარჩუნა ერთიანობა და ვაგრძელებთ ბრძოლას იმ საერთო მიზნის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილის პრორუსული რეჟიმისგან“,-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა. პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი პოლიტსაბჭოს განსახილველი საკითხების დღის წესრიგში იყო. ბიბილაშვილის თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი მათ დააყენეს, რომლებსაც 2 000 დელეგატიანი ყრილობის ჩატარების ვერსია ჰქონდათ. იყო თუ არა მათ შორის გიგა ბოკერია, ზაზა ბიბილაშვილი არ აკონკრეტებს: „ეს საკითხი იყო მიბმული ყრილობის საკითხთან, ანუ ერთი ვარიანტი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა 2000 დელეგატიანი ყრილობის ჩატარების ვერსია, იმ ვარიანტში ასევე იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ახალი თავმჯდომარის არჩევა. ხოლო მეორე ვარინატში, რომელმაც გაიმარჯვა გუშინ პოლიტსაბჭოზე, ეს საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა შეტანილი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ვინ რომელ ვარიანტს დაუჭირა მხარი. ეს საჯარო ინფორმაციაა.ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქითაც და აქითაც, ამიტომ, არმინდა, ერთ ადამიანამდე დავიდეს ეს საკითხი“,-განუცხადა ზაზა ბიბილაშვილმა „ექსპრესნიუსს“.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)