13:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 10:02:43, 737 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ცნობისთვის, კლუბის წევრებმა ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ), საქართველოს ნაკრების სახელით, „რიო 2016“-ის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „მებრძოლმა“ 2015 წლის დეკემბერში ევროპული საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი - „ოქროს ლიგა“ მოიგო. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შსს-ს გუნდმა პირველმა შეძლო ამ უმაღლესი რანგის ტურნირის თასის მოგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics