|
2015-03-23 10:43:09, 641 ნახვა
საზოგადოება
უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს ჭაქვინჯს, ჯიხაშკარს, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირ ამ გზით ისარგებლებს 3000 მდე ბენეფიციარი. როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 482.000 ლარს და იგი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)