|
2016-11-24 14:59:42, 611 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევა იზორიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელშვილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატ კახა კახიშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს მოუწმინეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 10 დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგი იყო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში - 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი იყო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტში 7 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში 11 მომხრე და 3 წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)