|
2016-11-22 23:25:30, 837 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ჯანგირაშვილი: მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს
ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით მე მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. ჯანგირაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ დიდი პალატა რუსთავი2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს. „ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე, თუკი ასე იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ 9 ადამიანი ადგება და ხარაკირს ჩაიტარებს იმის გამო, რომ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს. თუკი ეს მართლა მოხდება, მაშინ ეს უკვე რუსთავი2-ის პრობლემა აღარ იქნება, ეს იქნება უკვე ქვეყნის პრობლემა,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა. მან უკვე ჩავლილ სასამართლო პროცესებს "სამარცხვინო" უწოდა და აღნიშნა, რომ, თუკი დიდ პალატაშიც გაგრძელდება ეს ვითარება, ეს უკვე ხელისუფლებისათვისაც პრობლემა იქნება. „სერიოზული ნაბიჯებით წავალთ წინ ავტორიტარიზმისაკენ და ეს იქნება ხელისუფლების პრობლემაც. ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით მე მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)