|
2016-11-21 12:11:00, 715 ნახვა
პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: საქართველოს აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია
„ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდებასაქართველოს გააჩნია მაღალი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“,-ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ბრიჯიტ ბრინკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა საქართველოს ხელისუფლებას დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. „ეს არის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობისადმი მაღალი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დიდი მანდატი და შესაძლებლობები ამ ხელისუფლებისთვის, რათა განახორციელოს ის გეგმები, რაც აქვს დასახული,"–აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრაზე. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში მასტაბილურებელი ძალის როლს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე დაესწრო. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)