08:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 14:27:17, 1848 ნახვა

ეკონომიკა
ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ შენობა 707 000 ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან  აუქციონზე  ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ შენობა 707 000 ლარად გაყიდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას უზრუნველყოფს და სულ მცირე 1 200 000 ინვესტიციას განახორციელებს.

„გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში (კინოთეატრი ,,სიხარული“) მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 18 ოქტომბერს გამოიტანა.უძრავი ქონების საწყისი ფასი  -461000ლარს შეადგენდა. https://www.eauction.ge/Home/EntityView/358931“,-აცხადებენ უწყებაში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics