08:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 23:08:59, 803 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერისგან ინფორმაცია არ მიუღია. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრემიერთან ამის შესახებ საუბარი არ ჰქონია. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მთავრობაზე როგორც მოქმედზე, ასევე მომავალზე, პასუხისმგებელი არის პრემიერი.

"ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა. ჩემი პირადი რწმენაა, რომ პრემიერს და მინისტრებს მე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებს, ისე ვეკონტაქტები, სხვა არ მაინტერესებს," - აცხადებს მარგველაშვილი. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერთან კარგი პოლიტიკური ურთიერთობა აქვს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებების კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics