|
2016-11-08 15:30:56, 911 ნახვა
პოლიტიკა
საია მცხეთის #41 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება წეროვანის #41 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით ძალაში დარჩა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საიას საჩივარი განუხილველად დატოვა. "2016 წლის 30 ოქტომბერს მცხეთის 41 (წეროვანის დასახლება) უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 43 ბიულეტენი. მოგვიანებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სავარაუდოდ ამავე უბანზე ხმის დათვლის პროცესში გადაღებული ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ ნამდვილი ხმები გააბათილა და ბათილ ბიულეტენებს მიათვალა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ მიღებული 16 ბიულეტენი. ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ბადებდა ეჭვს, რომ #41 საარჩევნო უბანზე შესაძლოა ბიულეტენების ბათილად ცნობა მომხდარიყო განზრახ არასწორად, ჩვენ საჩივარი წარვადგინეთ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ამ უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოვითხოვეთ. 2016 წლის 2 ნოემბერს მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ განუხილველად დატოვა საიას საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ორგანიზაციას უბანზე ამავე დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილი არ ჰქონდა. საიამ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, მცხეთის რაიონულ სასამრთლოში გაასაჩივრა, რომელმაც საარჩევნო კომისიის არგუმენტები გაიზიარა. საია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ არასწორ პრაქტიკაზე, რომელსაც ჩვენ დაკვირვებით, საპარლამენტო არჩევნებზე დავების განხილვისას საოლქო საარჩევნო კომისიები და სასამართლოები მიმართვავენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი მიდგომა არა კანონიერების დადგენას, არამედ საჩივრების თავიდან არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან საოლქო საარჩევნო კომისიები უდავო და ზოგჯერ ერთადერთ მტკიცებულებად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა - განმარტებებს მიიჩნევენ, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ახსნა-განმარტება შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობასთან დაკავშირებით უკანონო არგუმენტაციას ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, წეროვანის #41 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საოლქო კომისიაში მოგვიანებით დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ ვიდეოში ნახსენები სადავო 16 ბიულეტენი დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ მიიჩნია ისე, რომ მას არ შეუმოწმებია ბათილი ბიულეტენების სისწორე და არ გადაუთვლია ისინი, რითაც საოლქო კომისიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნები", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)