|
2015-03-20 11:29:57, 697 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის დელეგაცია პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“ მონაწილეობენ. სამდღიანი ღონისძიება 19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გახსნა. ღონისძიება მოიცავს პრეზენტაციებსა და გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და სამუზეუმო დაწესებულებებში დაცული პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მასალების შესახებ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებიც. თეონა იაშვილი ღონისძიების მსვლელობისას შეხვდა არქივების საერთაშორისო საბჭოს დირექტორს, ავსტრალიის ეროვნული არქივის ხელმძღვანელს დევიდ ფრიკერს, ასევე, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების არქივების ხელმძღვანელებს და მათთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიების პირველივე დღეს პრეზენტაციით წარსდგა ქეთევან ასათიანი, რომლის მოხსენების თემა იყო: „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“. მან ისაუბრა 1914-1918 წლების ომის ამსახველ მრავალფეროვან და უნიკალურ დოკუმენტებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)