|
2016-11-04 11:52:43, 1441 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი: ზვარეში მომხდარ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობას თვალყურს ვადევნებთ
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოფელ ზვარეში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ინციდენტის შესახებ რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა, ომბუდსმენის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, პროცესში ჩართული ყველა მხარისგან მიიღოს ინფორმაცია: „გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანიც არის დაკავებული და გამოძიების მიმდინარეობას თვალყურს ვადევნებთ“,-აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 2 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)