20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 13:55:51, 787 ნახვა

პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

მცხეთაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენცია ხვალ, 11:00 საათზე, სოფელ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  50 ოლქის  მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანი დაითვალა და წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, მცხეთის #37-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების “  კანდიდატი მცირედით ლიდერობს.

კერძოდ, დიმიტრი ხუნდაძემ ხმების 50.11% მოაგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა-49.89% მიიღო.

წინასწარი შედეგები მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გააცნო. მისი შეფასებით, ცალკეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics