|
2016-10-31 09:36:39, 686 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია: ცალკეული შემთხვევების მიუხედავად საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყო
„პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური, არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია“,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ჟვანიას თქმით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. „პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური, არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს საშუალება მიეცათ გამოეხატათ საკუთარი ნება. დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდა და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერეხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს. „მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ძალისხმევა ჩადეს, რომ პირველ რიგში მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და რა თქმა უნდა პროფესიულ დონეზე უზრუნველეყოთ არჩევნების ორგანიზება. მათ ხელი შეუწყვეს ჩვენთან ერთად საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას“,- დასძინა თამარ ჟვანიამ.
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)