20:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 23:00:43, 744 ნახვა

პოლიტიკა
პირველადი მონაცემებით, ხაშურში „მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს

პირველადი მონაცემებით, ხაშურში არჩევნების მეორე ტურში პარტია "მრეწველების" კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს.

როგორც ნოზაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნების უმრავლესობა დათვლილია და თითქმის ყველა უბანზე არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

"უბნების უმრავლესობის შედეგები ვიცით და ამ უბნებში დიდი უპირატესობით მოვიგე. მხოლოდ სამი უბანი წავაგე, სულ მცირე სხვაობით. სულ 52 უბანია, მინიმუმ ნახევარი ამ ეტაპზე მოგებული მაქვს. წინასწარ არაფერს ვიტყვი მაინც, თუმცა გამარჯვებას ველოდები", -განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, ხაშურში არჩევნების მეორე ტურში სიმონ ნოზაძის კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი ვალერი გელაშვილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics