|
2016-10-30 21:23:03, 811 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ჩატარდა გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები გაიმართა, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები. არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042 იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)