|
2016-10-29 15:29:05, 993 ნახვა
საზოგადოება
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე აღინიშნა
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე აღინიშნა. ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციების მქონე საავადმყოფოაა, რომელიც აკადემიკოსმა გრიგოლ მუხაძემ 1946 წელს დაარსა. 1948 წლიდან ინსტიტუტს სათავეში ცნობილი მეცნიერი, ქირურგი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი ჩაუდგა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის მშენებლობა და ფორმირება, უმნიშვნელოვანესი მიღწევები, სამეცნიერო-კვლევითი და სამკურნალო კომპლექსის შექმნა. ამ საავადმყოფოში ჩამოყალიბდა საქართველოში პირველად სხვადასხვა ქირურგიული და კარდიოლოგიური ოპერაციები, თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია პირველად გაკეთდა. იმ წლებში ინსტიტუტში სხვა თვალსაჩინო მეცნიერებიც მოღვაწეობდნენ: ელენე სემენსკაია, ეგნატე ფიფია, გიორგი იოსელიანი (რომელიც კონსტანტინე ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს სათავეში ჩუდგა), ოთარ ბურჯანაძე, გაიოზ ვასაძე, ნოდარ ბოხუა, გივი ხვედელიძე, თენგიზ ახმეტელი, ციალა აბაკელია, გიორგი ოდიშვილი, ჯუანშერ კანდელაკი, შალვა მახარაძე, თამარ ჟვანია, თინათინ ჯაფარიძე, გივი ფანცულაია, გიორგი გიორგაძე, ვლადიმერ ფუფინი, გიორგი ნაცვლისვილი, მარიამ მაჩაბელი, ალექსი ეფრემოვი, ავთანდილ ქურხული, ფილიპე დოლიძე, სერგო ჭილაია, გიორგი ტატისვილი, ლავრენტი მანაგაძე, ბადურ მოსიძე, გივი ორჯონიკიძე, გურამ რცხილაძე და სხვებიფ სწორედ აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 127 წლის იუბილე ქირურგიის ეროვნული ცენტრის საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნება. 70 წლის იუბილეზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი სერვისების პრეზენტაცია მოეწყო. ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად იმყოფება SHIMADZU –ს ევროპის ოფისის პრეზიდენტი მასუმო კავაი და სხვა იაპონელი კოლეგები. კონსტანტინე ერისთავისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილი მე–2 სამეცნიერო კონფერენციალ „ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“ გაიმართა. კონფერენციაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ახალი თემები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკაში წარადგინეს. საიუბილეოდ შედგა წიგნი პრეზენტაცია - "ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორია 1946 წლიდან დღემდე". დღის ბოლოს მე-2 სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი თემებიდან გამარჯვებულების დაჯილდოვება შედგა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)