|
2016-10-29 14:22:57, 732 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს ურჩევს, პესტიციდები სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინონ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალაიზაციო ობიექტები შეამოწმეს. პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების პესტიციდების ნიმუშები აიღეს. „ფერმერთა ინტერესების და სამომახმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. გააქტიურებული კონტროლის შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო ორი წელია, არ გამოვლენილა არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობის ფაქტი, ქიმიკატების ტარა მარკირებულია ქართულ ენაზე, რეალიზაცია ხდება დაფასოებული პროდუქციით, თუმცა ფალსიფიკაციის შემთხვევბი კვლავაც აღინიშნება. უხარისხო, ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს ვურჩევთ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც, ასევე, შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ, რომელიც სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების პროცესს დაესწრო. დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა. მიმდინარე წელს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების 120 ობიექტია შემოწმებული და მცენარეთა დაცვის საშუალებების 238 ნიმუშია გამოკვლეული. შედეგად ფალსიფიკაციის ფაქტზე დაჯარიმდა 5, მარკირების წესის დარღვევაზე - 10, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონაზე - 1 ბიზნეზოპერატორი. 2015 წელს აღებულია პესტიციდების 170 ნიმუში, საიდანაც 11 სხვდასხვა სახის დარღვევა აღინიშნა. პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)