19:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:50:05, 674 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა სრულიად საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზურ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზური ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამოძმეებს და სრულიად საქართველოს. აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია აფხაზეთში და მისი დაცვა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტთაგანს წარმოადგენს. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის კათედრა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება  გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, აფხაზეთის სიანფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის  მიერ ხორციელდება აფხაზურ ენაზე ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ტრანსლაცია და ყოველივე ეს ემსახურება აფხაზური ენის, როგორც ასიმილაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ენის დაცვისა და ენათა მსოფლიო საგანძურში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან,  ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics