|
2016-10-27 10:53:59, 1175 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: საქართველოს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება აქვს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით აფხაზებს, აფხაზური ენის დღეს ულოცავს. ციხელაშვილის თქმით, საქართველო ვალდებულია, აფხაზური ენა დაიცვას. „მინდა, მივულოცო მთლიან საქართველოს, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებას აფხაზური ენის დღე.აფხაზური ქართულთან ერთად არის კონსტიტუციური ენა და საქართველოს აქვს ვალდებულება აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.ენა წარმოადგენს ნებისმიერი ეთნოსის საყრდენს, და მისი წარსულისა და მომავლის საყრდენს. ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზურ ენაზე ზრუნვა და ვფიქრობთ, რომ, ეს არის ის საერთო ამოცანა, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ურთიერთობების აღდგენის, ჩვენი შერიგების და ჩვენი ერთიან, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში თანახოვრების, სადაც ყველა ეთნოსი არის დაცული, აქვთ განვითარებისთვის თავისუფალი სივრცე“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)