|
2016-10-26 16:14:34, 809 ნახვა
საზოგადოება
სოფლის ტურიზმის ფესტივალზე "განდაგანა" სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელით
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალზე „განდაგანა“ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. 28 ოქტომბერს, სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით. ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. 14:00 სოფლის ტურიზმის ფესტივალის გახსნა ცეკვა განდაგანით 14:00 – 19:00 სოფლის პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, თემატური კონკურსები 14:30- 18:00 მაღალმთიან აჭარაში წარმოებული რძის პროდუქტებისა და კერძების დაგემოვნება ( კაიმაღი, ბორანო, სინორი, აჭარული მდნარი ყველი , ლუდის ყველი, ყურუთი და სხვა ) 15:00-17:00 აჭარის საოჯახო ღვინის მარნების კუთხის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის გამოხდის პროცესის ნახვა 16:00 -19:00 ადგილობრივი თამბაქოს დაჭრის და გოდრის დაწვნის პროცესის ჩვენება 16: 30 – 18:30 მასტერკლასი ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში 16:00- 20:00 მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია - დაგემოვნება 19:00 -21:00 ჯგუფი „ASEA SOOL’’ 21:00 – 23:00 ჯგუფი „ეგარი’’ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის, დარეკეთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე: 577 90 90 93 (NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)