14:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 14:58:59, 1041 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი უპრობლემოდ შესრულდება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას შემოსავლის და გასავლის ნაწილში პრობლემა არ აქვს.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

„დღეს არის 18 მარტი და თავისთავად ცხადია, რომ 2015 წლის პირველი  კვარტლის დასასრულამდე ჯერ კიდევ 2 კვირა დარჩა, რომლის განმავლობაშიც ბიუჯეტში გადასახადები კიდევ შემოვა. შესაბამისად, ამ კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში არ აქვს“, – განაცხადა ხადურმა.

 მინისტრმა აქვე  აღნიშნა, რომ თებერვლის თვეში დღგ–ს  გადამხდელთა საწარმოების ბრუნვის 15%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ხადურის შეფასებით,  4–4.5%–ით ეკონომიკური ზრდის ტოლფასი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics