00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 12:15:19, 2649 ნახვა

მსოფლიო
კამერუნში სარკინიგზო ავარიას 53 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა

კამერუნში სარკინიგზო ავარია მოხდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი გარდაიცვალა, 300-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების იფნორმაციით, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა.

ტრაგიკული შემთხვევა დედაქალაქ იაუნდესა და ქალაქ დუალას დამაკავშირებულ რკინიგზის მონაკვეთზე მოხდა.

ავარიის გამო ორ ქალაქს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია. 

როგორც მედია იუწყება, ავარიის დროს 10 ვაგონი გადაბრუნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ათობით ადამიანი გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ არის მოყოლილი. 

არსებული ინფორმაციით, მატარებელს დადგენილზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა და რამდენიმე დამატებითი ვაგონი ჰქონდა მიმაგრებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics