|
2015-03-18 13:12:18, 690 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრები დააჯილდოვა
ფინანსთა სამინისტროში მებაჟე ოფიცრების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ნოდარ ხადურმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გამოიჩინეს თავი და 24 იანვარს, „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მადლობის სიგელები გადაეცათ საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერს ანა ასლანოვას, რომელმაც უშუალოდ აღმოაჩინა ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, ცვლის უფროსს მიხეილ ზაზაშვილს, უფროს ფიტოსანიტარს ჰაირაპეტ თუმასიანს და უფროსს გიორგი ჩერქეზიას. მებაჟე ოფიცრებს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)