|
2016-10-18 12:56:40, 776 ნახვა
საზოგადოება
გაიცანი საქართველოს მედიატური აჭარაში
პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტი მიზნად ისახავს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედია ტურის მონაწილე ცენტრალური ტელევიზიების 25-მდე წარმომადგენლისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს შემოდგომაზე გაეცნენ. ტური ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მედიატურის მონაწილეებმა აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი მოინახულეს, იქ დანერგილ სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს სადემონსტრაციო ვენახი და მარწყვის სათბური. იქვე ჟურნალისტებმა ქობულეთისთვის დამახასიათებელი კერძები დააგემოვნეს და ერთ-ერთი პოპულარული კერძის „აჩმა“ მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ. მედიატური აგროსერვის ცენტრის ციტრუსის სადემონსტრაციო ბაღში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტებმა საადრეო მანდარინის დაკრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მედიატურის მეორე დღეს კი მათ საშუალება მიეცათ შუა ზღვაში თევზაობის პროცესი გადაეღოთ და ბათუმში წარმოდგენილი თევზის სახეობები დაეგემოვნებინათ. „ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადი რეგიონი. ამ მედიატურის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ადამიანებს ვაჩვენოთ თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში შემოდგომაზე სტუმრობისას. ეს იქნება გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ეკოტურისტული მიმართულება თუ სოფლად ტურიზმი - ჩვენთან ტურიზმის ყველა ეს მიმართულება აქტუალურია შემოდგომაზე. რეგიონის სტუმრებს თანაბრად შეუძლიათ ქალაქის ტურისტული ღირშესანიშნაობების მონახულების პარალელურად ჩაერთონ რთველში, რომელიც აჭარაში ნოემბერში იწყება. ასევე მონაწილეობა მიიღონ ნარინჯისფერ რთველშიც და პარალელურად ჩვენი გემრიელი სამზარეულო დააგემოვნონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში აჭარას ქართული ჟურნალისტიკის ცნობილი სახეებიც სტუმრობდნენ. მედია ტურში საქართველოში არსებული ყველა წამყვანი ტელევიზიის გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ. (NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)