|
2016-10-15 18:23:31, 992 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობა 2016“ ლეღვთახევში დაგეგმილი ღონისძიებებით გაიხსნა
დავით ნარმანია კახი კალაძესთან ერთად ლეღვთახევში თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ლეღვთახევში „თბილისობა 2016“ მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე, „გაცოცხლდება“ მჭედლის, მეწაღის, მეთულუხჩის, მეაფიშის პროფესიები. „თბილისობა“ მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, განსაკუთრებით გამოირჩევა რამდენიმე ადგილი, სადაც ძირითადი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე „თბილისობისთვის“ დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები ტარდება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი. რიყის ტერიტორიაზე ასევე ტარდება ბავშვებისათვის სპორტული და გასართობი ღონისძიებები, კულინარიული და ყვავილების ფესტივალი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. დღესასწაულის სტუმრებს ანალოგიური სანახაობები ელით 16 სექტემბერსაც. 15-16 სექტემბერს ლეღვთახევში ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და 19:00-მდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ თბილისობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. რამდენიმე ადგილზე გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები; ჩატარდება ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები; მოეწყობა კულინარიული გამოფენა-გაყიდვა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი შეძლებს მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას. (NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)