|
2016-10-14 13:21:54, 1305 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: არ ვაპირებ, პოლიციელზე ხელის აწევა ვინმეს ვაპატიო
ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკავებულებზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. „მე დღემდე არავისთვის არ მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ ვინმეს მსგავსი საქციელი ვაპატიო. გამორიცხულია, დაკავებულებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ყველაფერი გამოგონილი და ალბათ გაგიგიათ - თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, მსგავსი არაფერი არ მომხდარა“, - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაცით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა საარჩევნო უბანზე შეჭრა და საარჩევნო ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც, პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)