23:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 11:16:15, 2180 ნახვა

მსოფლიო
ბაშარ ასადი: მსოფლიოში არსებული ვითარება "ცივ ომს" ჰგავს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, დღევანდელი ვითარება მსოფლიოში ჰგავს “ცივ ომს” მის საწყის სტადიაზე.

ამის შესახებ ასადმა რუსულ გამოცემა "Комсомольская Правда"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სირიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთს, განსაკუთრებით კი აშშ-ს, “ცივი ომის” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეუჩერებია.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, ასადმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციას ხედავს.

“ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციას, თუმცა მთავარი მიზანია მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნება, არ მისცენ საშუალება ვინმეს, იყოს პარტნიორი პოლიტიკურ ან საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს რუსეთი ან თუნდაც დასავლელი მოკავშირეები. ამიტომ ომის სუნი, რომელსაც თქვენ მესამე მსოფლიო ომს უწოდებთ, ჰაერში იგრძნობა, თუმცა ეს ჯერ პირდაპირი საომარი შეჯახება არ არის”, - განაცხადა ასადმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics