23:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:03:53, 2051 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდის მეფე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტაილანდის მეფე ბჰუმიბოლ ადულიადეი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო წლებში მონარქი საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2014 წელს მას ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს, მიმდინარე წლის ზაფხულში კი გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ბჰუმიბოლ ადულიადეი, ასევე ცნობილი როგორც რამა IX, სამეფო ტახტს 1946 წლის 9 ივნისიდან იკავებდა.

როგორც BBC წერს, ადულიადეი ტაილანდის ისტორიაში, ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მეფობდა. მისი მმართველობა 70 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

იმის მიუხედავად, რომ მეფე ტაილანდში პრაქტიკულად არ ფლობს ძალაუფლებას, ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ფიგურად მიიჩნევა. მონარქისა ან მისი გარემოცვის შეურაცხყოფისათვის ტაილანდის კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ტაილანდის ერთ-ერთ მცხოვრებს მეფის Facebook-ში შეურაცხყოფისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტაილანდის ახალი მონარქი, პრინც მაჰა ვაჯირალონგკორნი იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics