|
2016-10-08 22:27:00, 1273 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველი: კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ნანუაშვილი არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და სტაბილური გარემოს შენარჩუნებას ხელი შეუწყონ: „კანონდმებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვას. კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებ, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ სახალხო დამცველის მონიტორებმა ძალადობის ცალკეული ფაქტები დააფიქსირეს. „განსაკუთრებით მწვავე იყო მარნეულში 48- ე უბანზე შექმნილი ვითარება. ასევე, ჩვენი ინიციატივით დაიწყო თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა“,-აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)