00:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 19:22:01, 600 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ანდრიუს კრივასს შეხვდა. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ლიტვის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ურყევი მხარდაჭერისათვის. 
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, კერძოდ, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინები. დავით ბაქრაძემ ლიტვურ მხარეს გააცნო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა განხორცილებული რეფორმების დადებითი შეფასებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირის საბჭოსთვის რეკომენდაციის მიცემის თაობაზე. დავით ბაქრაძემ ასევე, აღნიშნა რიგის სამიტზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics