16:17 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 08:57:53, 860 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოჯახთან ერთად საუბრთალოს მე-4 ოლქში, 24-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

როგორც პრემიერმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„მინდა საქართველოს მივულოცო არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას, უკეთეს განათლებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენი მოქალაქეები დარჩებიან საკუთარი თავის და სინდისის წინაშე, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics