|
2016-10-08 08:14:04, 649 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა
ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს მართავს. ბრიფინგები ორ საათიანი შუალედით ჩატარდება. ცესკოს ინფრმაციით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. ასევე, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. ინფორმაციისთვის, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიოს; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც დღეს დაითვლება. არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება. რაც შეეხება საარჩევნო პროცესის გაშუქებას, მასში 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)