00:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 15:57:56, 535 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტმა გიორგი ოჩიაურისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ოჩიაურისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი  დეპუტატებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. 

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი ოჩიაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. დეპუტატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

კომიტეტი 15 დღის ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ის პირადად ესაუბრა გიორგი ოჩიაურს, რომელმაც განცხადების ნამდვილობა დაადასტურა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხს.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარლამენტის გამოკლებული წევრის, დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლის, ეკატერინე ხერხეულიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.

გიორგი კახიანის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია თავმჯდომარის განკარგულება, რომლის მიხედვით, დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლედ მიჩნეულია ეკა ხერხეულიძე. განკარგულებას თან ერთვის ყველა ის მასალა, რომელიც აუცილებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისვის. 

წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ხერხეულიძის უფლებამოსილების ცნობა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics