|
2016-10-07 14:09:10, 830 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი მოქალაქეებს: თავისუფალ არჩევანს გისურვებთ, რომლითაც ზეგ იამაყებთ
„ამ არჩევნებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს, ჩვენი საარჩევნო სისტემიდან და პოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე პოლიტიკურ ძალებს შორის“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება და ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. „ჩვენ ხვალ ვიწყებთ არჩევნებს და როგორც ჩანს, არჩევნები ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურით დამთავრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ხვალ, საღამოს მდგომარეობით ყველაფერი ბოლომდე ცხადი არ იქნეს მომვალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისთვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია. არ დავუშვათ არანაირი სპეკულაცია, არანაირი მცდელობა იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის პარლამენტი აგრძელებს თავის უფლებამოსილებას იმ დღემდე, სანამ შეიკრიბება საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი. მთავრობა, სახელმწიფო დაწესებულებები ყველა არის სრულფასოვანი იმისთვის, რომ გააგრძელოს ქვეყნის მმართვა. ამიტომ 8 ოქტომბრიდან შემდგომი პერიოდის გავლა ეს იქნება თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, იმისთვის, რომ არჩევნების სამართლიანად, მშვიდობიანად და ქვეყნის საკეთილდღეოდ დავასრულოთ“,-განაცხადა უსუფაშვილმა. ამასთან,უსუფაშვილის განცხადებით, 26 წლის განმავლობაში მოქალაქეები პირველად მიდიან საპარალამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არამხოლოდ ის საკითხი თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს იქნება გადამწყვეტი აღმასრულებლი ხელისუფლების ფორმირებისთვისაც. „ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ჩვენ პირველად მივდივართ იმ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას თუ როგორი მთავრობა გვეყოლება. ამიტომ ხვალინდელ არჩევნებს დამატებითი დატვირთვა აქვს. ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ გავაკეთოთ არჩევანი აღმშენებლობის მიმართულებით. ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყანას გააძლიერებს და შეძლებს ქვეყნის გაძღოლას. თავისუფალ არჩევანს გისურვებთ, რომლითაც თქვენ ზეგ იამაყებთ. დღეს სიტყვა თქვენზეა“,-დასძინა დავით უსუფაშვილმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)